Huawei Harmony OS-ზე მომუშავე სმარტფონებს 2021 წლიდან გამოუშვებს

დაბრუნება Posts

Huawei Harmony OS-ზე მომუშავე სმარტფონებს 2021 წლიდან გამოუშვებს


ერთი წლის წინ, Huawei-მ წარმოადგინა საკუთარი ოპერაციული სისტემა – Harmony OS. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს კი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Richard Yu-მ Huawei– ს ყოველწლიური კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აღნიშნული ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონები უკვე მომავალი წლიდან გამოჩნდება ბაზარზე.

Huawei announces HarmonyOS 2.0, coming to smartphones in 2021

Huawei-ს თქმით, ოპერაციული სისტემა შექმნილია ე.წ cross-platform-ზე რის გამოც, იგი ხელმისაწვდომი იქნება როგოცხ დაწყებული ჭკვიანი ტელევიზორებით, დამთავრებული ჭკვიანი საათებით (რაღა თქმა უნდა აღნიშნული სიაში შევა ავტომობილებიც და სმარტფონებიც). Yu-მ ასევე აღნიშნა, რომ პირველი სმარტფონები, რომლებიც იმუშავებს Huawei-ს საკუთარი ოპერაციული სისტემით, შეიძლება ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდეს, თუმცა ზუსტი თარიღი და სმარტფონის მახასიათებლოების დასახებილისგან მან თავი შეიკავა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ იგი თავდაპირველად მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

რაც შეეხება HarmonyOS 2.0 SDK იგი ჭკვიანი ტელევიზორებისთვის, საათებისთვის და ავტომობილებისათვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო სმარტფონებისათვის დეკემბრის ბოლოს გამოვა.

Huawei announces HarmonyOS 2.0, coming to smartphones in 2021

გარდა ამისა, Huawei-ს განცხადებით OpenHarmony პროექტი, რომელიც წარმოადგენს ღია წყაროს HarmonyOS– ს ნიშნავს მის დანერგვას ყველაზე მოწყობილობებზე, უკანასკნელი კი მსგავსია AOSP-ის (Android Open Source Project). ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მალე ის დეველოპერებისთვისაც გაიხსნება და მხარდაჭერილი გახდება სხვადასხვა მოწყობილობებზე 128 კბ-ით ოპერატიული მეხსიერებითაც კი.


გააზიარე

დაბრუნება Posts