კომპანია Apple 15 სექტემბერს ახალ Watch 6-სა და iPad-ს წარადგენს!

დაბრუნება Posts

კომპანია Apple 15 სექტემბერს ახალ Watch 6-სა და iPad-ს წარადგენს!


რამდენიმე დღის წინ კომპანია Apple-მა ახალი ღონისძიება დანონსა! თუმცა კომპანია ამ დრომდე არ ამხელს იმ ახალ მოწყობილობების ჩამონათვალს, რომელსაც ღონისძიებაზე ვიხილავთ.

Apple to unveil new products at September 15 event | Macworld

თუმცა ინსაიდერების ვარაუდით, Apple 15 სექტემბერს ახალ Watch 6-სა და iPad-ს წარმოადგენს, ვინაიდან მათივე თქმით iPhone 12 სერიის მასიური წარმოება მხოლოდ გასულ დღეს დაიწყო, შესაბამისად კომპანია ახალ სმარტფონებს მომდევნო თვეს წარადგენს.

რაც შეეხება ახალ Watch 6-ს, ინსაიდერ Jon Prosser-ის თქმით, Apple ე.წ ხელმისაწვდომ საათსაც წარადგენს, რომელიც მის ძმებთან შედარებით მცირე ზომის და დაბალ ტექნიკურ მახასიათებელის მქონე იქნება.


გააზიარე

დაბრუნება Posts