ექსკლუზივი: iPhone 12 სერიის გამოსვლის დრო უკვე ცნობილია!

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: iPhone 12 სერიის გამოსვლის დრო უკვე ცნობილია!


15 სექტემბერს გამართულ ღონისძიებაზე Apple-მა თავის გულშემატკივრებს მნიშვნელოვნად დასწყვიტა გული, რადგან მათი უმეტესი ნაწილი აღნიშნულ კონფერენციაზე ახალ მოწყობილობებთან ერთად, რა თქმა უნდა ახალ iPhone 12 სერიის სმარტფონებსაც ელოდა, თუმცა Apple-მა არათუ არ წარადგინა ახალი სმარტფონები, არამედ არც კი დაუანონსებია მას ან რაიმე მინიშნებაც კი არ დაუტოვებია მას ზემოთ აღნიშნულ კონფერენციაზე.

თუმცა ეს არ გამორჩენიათ ინსაიდერებს. Apple-ს ცნობილმა ინსაიდერმა Jon Prosser-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც გარკვევით აღნიშნავს ის, რომ კომპანია Apple-ი ახალ iPhone 12-ის პრეზენტაციას მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გამართავს. რაც შეეხება სმარტფონის გაყიდვებსა და წინასწარ შეკვეთებს iPhone 12-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყება 16 ოქტომბრიდან, ხოლო მისი მაღაზიებში გამოჩენა კი უკვე 23 ოქტომბრიდან გახდება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ Jon Prosser-ი გახლავთ ის ინსაიდერი, რომელმაც წინასწარი გვითხრა თუ როდის გაიმართებოდა 15 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება და რას წარმოგვიდგენდა კომპანია აღნიშნულ ღონისძიებაზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts