კომპანია Apple-მა ახალი თაობის Watch 6 და iPad Air წარადგინა!

დაბრუნება Posts

კომპანია Apple-მა ახალი თაობის Watch 6 და iPad Air წარადგინა!


როგორც ნახეთ კუპერტინოელებმა 15 სექტემბერს ახალი კონფერენციით შეგვახსენეს თავი, თუმცა უკანასკნელი არც თუ ისე გასაოცრად და ამაღელვებლად ჩაუვლია, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე წელს პანდემიასთან გამოწვეული პრობლემების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო დროულად დაეწყო ახალი iPhone 12 სერიის სმარტფონების წარმოება ამიტომ 15 სექტემბერს კომპანიამ ახალი Watch 6 და 2020 წლის iPad air წარმოგვიდგინა.

Apple Watch 6

წინამორბედთან განსხვავებით ახალ Watch 6-ს ამიერიდან დაემატა სისხლში ე.წ ჟანგაბადის მოცულობის გაზომვის კონტროლი, რის გამოც ახალი სენსორების დახმარებით თქვენ ერთი თითის დაჭერით შეძლებთ სისხლში ჟანგბადის მოცულობის გაზომვას. სიახლეებია ასევე Watch Face-ებშიც, ვინაიდან ამიერიდან თქვენ შეძლებთ როგორც ახალი ორიგინალური ციფრული საათების მორგებას, ასევე თქვენ ამიერიდან შეგეძლებათ თქვენივე საათის მთავარ ფონად დააყენოთ თქვენი emoji. სიახლეები შეინიშნება ასევე სამაჯურების მხრივაც Apple-მა 15 სექტემბერს წარმოგვიდგინა როგორც ჩვეულებრივი ახალი სტანდარტული სამაჯურები, ასევე სილიკონის სამაჯურიც, რომელსაც არანაირი ე.წ შესაკრავი და არანაირი ზომის მოსარგებელი ნაჩხვლეტიც კი არ გააჩნია ამიტომ მას თქვენ შეიძენთ ინდივიდუალურად თქვენი ხელის ზომის მიხედვით.

სიახლეებიდან ასევე აღსანიშნავია ახალი ე.წ ოჯახისთვის განკუთვნილი, ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად აკონტროლოთ თუ სად იმყოფება თქვენი შვილი ახალი Watch 6-ის დახმარებით და გაუგზავნოთ შესაბამისი შეტყობინება მისი ადგილმდებარეობის მიხედვით მაგრამ ხაზგასამელია ის ფაქტიც, რომ უკანასკნელი მხოლოდ გარკვეულ რეგიონებშია ხელმისაწვდომი.

როგორც რამდენიმე თვის წინ ნახეთ კომპანია Apple-მა ახალი თაობის iPhone SE წარმოგვიდგინა და ის ერთ-ერთი ყვეალზე ხელმისაწვდომი iPhone იყო ისტორიაში შესაბამისად მისი პოპულარობის გამო Apple-მა არ დააყოვნა და აღნიშნული SE სამოდელო გამა შეავსო ახალი Apple Watch SE-თაც, იგი მხოლოდ მის ძმასთან შედარებით განსხვავდება ეკრანის ასევე პროცესორის მხრივაც, რადგან მის უფროს ძმასთან შედარებით გააჩნია შედარებით მომცრო და დიდი ჩარჩოების მქონე ეკრანით ასევე უკანასკნელს გააჩნია Watch 5-ის მიერ გამოყენებული პროცესორი, რაც საშუალებას აძლევს Watch SE-S იყოს მესამე სერიის საათზე ორჯერ უფრო სწრაფი.

iPad Air

ზემოთ აღნიშნულ სიახლეებთან ერთად Apple-მა ასევე წარმოგვიდგინა ახალი თაობის iPad-ები რომელთაგან ყველაზე გამორჩეული iPad Air გახლდათ. ვინაიდან იგი Apple-ის ისტორიაში გახლავთ პირველი მოწყობილობა, რომელიც ახალ A14 ჩიპს გამოიყენებს უკანასკნელი კი მსოფლიოში პირველი პროცესორია, რომელიც 5 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით იქნება დამზადებული. ხაზგასასმელია ასევე ისიც, რომ ახალი A14 ჩიპს წინამორბედისგან განსხვავებით მას წამში 11 ტრილიონზე მეტი ოპერაციის შესრულება შეუძლია. ახალ iPad Air -ს ასევე გააჩნია 60%-ით უფრო სწრაფი 4G ტექნოლოგია, ახალი მე6 თაობის Wi-fi ტექნოლოგია და 20W სწრაფი დამუხტვის სისტემა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 15 სექტემბერს წარმოდგენილი პროდუქტები დამზადებული არის გადამუშავებული ნარჩენებისგან, რის გამოც კომპანია კიდევ უფრო უფრთხილდება გარემოს ამიტომ მათივე თქმით ისინი 2030 წლიდან სრულად შეამცირებენ გარემოსადმი დაბინძურებას და ახალი გაჯეტები დამზადებული იქნება ხელმეორედ გადამუშავებული მასალისგან.

რაც შეეხება სხვა ახალ დეტალებს, სრული სიახლეების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ Apple-ის ოფიციალურ ვებსაიტს, სადაც დეატლურად გაეცნობით მათ მიერვე წარდგენელი გაჯეტების სრულ დეტალურ ინფორმაციას.


გააზიარე

დაბრუნება Posts