Myauto-ს აპლიკაციის პირველი ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვოდომია

დაბრუნება Posts

Myauto-ს აპლიკაციის პირველი ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვოდომია


საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა Myauto-მ მისი პირველი აპლიკაციის ბეტა ვერსია აამოქმედა როგორც Android ისე iOS ვერსიაზე მომუშავე სმარტფონებისათვის. აპლიკაციის დახმარებით კი თქვენ კიდევ უფრო სწრაფად შეგეძლებათ სასურველი განცხადების ნახვას ანდაც საკუთარი ავტომობილის გაყიდვას კიდევ უფრო სწრაფად.

მიმდინარე ვერსიაში კი დაგხვდებათ:

  • პერსონალური მთავარი გვერდი – აქ შენი ძებნის ისტორია, ბოლოს ნანახი განცხადებები და შენთვის საინტერესო განცხადებები დაგხვდება
  • დაამატე განცხადება ვინ კოდით ან ტექ-პასპორტით – განცხადების დასამატებლად და ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესავსებად ახლა მხოლოდ ტექ.პასპოტის ან ვინ კოდის დასკანერება დაგჭირდება.
  • ვინ კოდის შემოწმება – აპლიკაციიდანვე შეგეძლება გაიგო ავტომობილის რეალური ისტორია და შეამოწმო ვინ კოდის დახმარებით
  • ავტობლოგი – სადაც მიიღებ რჩევებს, რომელიც საშენო მანქანის შერჩევას გაგიმარტივებს და ავტოსიახლეებს გაეცნობი.
  • გამარტივებული ძებნა – სტიკერებისა და თეგების დახმარებით უფრო მარტივად ნახავ საშენო განცხადებას.

კომპანიის თქმით, ისინი აპლიკაციის გაუმჯობესებაზე მუდმივად მუშაობენ და საბოლოო ვერსიაში დაგხვდებათ: ავტოსალონების მოდული, შეძლებთ ჩაეწეროთ ტექ-ინსპექტირებაზე, შეიძინოთ ავტომობილები პირველ ქართულ ავტოაუქციონზე, მოითხოვოთ დაფინანსება შესაძენად და მრავალი სხვა საშენო სიახლე. 


გააზიარე

დაბრუნება Posts