კომპანია LG-მ ახალი ჰაერის გამწმენდი ნიღაბი წარმოადგინა

დაბრუნება Posts

კომპანია LG-მ ახალი ჰაერის გამწმენდი ნიღაბი წარმოადგინა


როგორც იცით ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია ყველა საჯარო სივრცესა თუ მასშტაბურ თავშეყრის ადგილებში ნიღაბი გეკეთოთ, ვინაიდან იგი ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის საშუალებაა იმისგან, რომ არ მოხდეს მასშტაბური დაინფიცირება და დაიცვათ როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვა ადამიანებიც.

Most masks feel awful. LG's breathable mask might finally change that

აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე კი სამხრეთ კორეულმა კომპანია LG-მ წარმოადგინა ნიღაბი, რომელსაც გააჩნია ელექტრონული ბატრეები. უკანასკნელი კი საშუალებას იძლევა, რომ სენსორების დახმარებით ადამიანს გაუმარტივდეს ნიღბის ტარებისას სუნთქვა და პლუს ის ფილტრავს როგორც თქვენ მიერ ჩასუნთქულ ასევე გამოსუნთქულ ჰაერსაც. ამიტომ დაცული ხართ როგორც თქვენ, ასევე თქვენ გვერდით მდგომი სხვა ადამიანიც.

რაც შეეხება ნიღბის გამოსვლის თარიღსა და ფასს, LG ამ დრომდე არ ასახელებს ნიღბის ზუსტ ღირებულებას, თუმცა მათივე თქმით იგი წლის მეოთხე კვარტლიდან ჩაეშვება გაყიდვაში და ხელმისაწვდომი მხოლოდ რამდენიმე რეგიონში გახდება.


გააზიარე

დაბრუნება Posts