Google Pixel 4a: დიდი ხნის ნანატრი სმარტფონი უკვე ხელმისაწვდომია!

დაბრუნება Posts

Google Pixel 4a: დიდი ხნის ნანატრი სმარტფონი უკვე ხელმისაწვდომია!


დიდი ხნის პაუზის შემდგომ როგორც იქნა კომპანია Google-მა მისი ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Pixel 4a წარმოგვიდგინა! სმარტფონი, რომლის წარდგენასაც Google-ს თითქმის 4 თვე დასჭირდა უკვე ხელმისაწვდომია და მისი წინასწარი შეკვეთა დღეიდან შეგძილიათ.

რაც შეეხება სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებს ის ასე გამოიყურება, Pixel 4a აღჭურვილი იქნება: Snapdragon 730G ჩიფსეტით, რომელსაც კომპანიონობას გაუწევს 6GB ოპერატიული და 128GB შიდა მეხსიერება. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ Pixel 4a-ს გააჩნია ის არაჩვეულებრივი კამერის მახასიათებლები, რაც ძირითადად კომპანიის ფლაგამანურ სმარტფონებზე გვხვდება, კერძოდ კი მის ბოლო მოდელზე Pixel 4-ზე.

სმარტფონს გააჩნია ასევე 5.81 ინჩიანი Full HD+ გაფართოების OLED ტიპის ეკრანი, რომელსაც ასევე HDR-ის მხარდაჭერაც კი გააჩნია. სმარტფონში ასევე ჩაშენებულია განახლებული Google Assistant და Live Caption ფუნქცია. უკანასკნელი კი დაგეხმარებათ ნებისმიერი ვიდეოს სუბტიტრებით ყურებას. რაც შეეხება კი მის ბატარეას კომპანიის ცნობით სმარტფონს გააჩნია 3140 mAh ბატარეა, რომელიც სმარტფონს მთელ დღის განმავლობაში თავისუფლად გაუძლებს.

ხაზგასასმელია ასევე ის ფაქტიც, რომ კონკურენტი სმარტფონებისგან განსხვავებიც Pixel 4a-ს გააჩნია ასევე სტერეო დინამიკები, 18W სწრაფი დამუხტვის სისტემა, bluetooth 5.1 და UFS 2.1 მეხსიერება, რაც საკმაოდ არაჩვეულებრივი შეთავაზებაა სმარტფონის მოცემული საფასო კატეგორიიდან. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ სმარტფონის უარყოფით მხარეებში შესაძლოა განვიხილით მისი ანაწყობის ხარისხი, ვინაიდან იგი თითქმის პლასტმასისგან არის დამზადებული რაც ცოტა არის იყოს სმარტფონის ერთი შეხედვისას მას ძალზე უბრალოს ხდის.

სმარტფონი ხელმისაწვდომი გახდება 20 აგვისტოდან, მანამდე კი უკვე ახლავე შეგიძლიათ მისი წინასწარი შეკვეთა, რომლის ფასიც ამ დროისათვის $349 შეადგენს, თუმცა კომპანია ასევე გვპირდება, რომ წლის მეორე ნახევარში ასევე მის გაუმჯობესებულ 5G ვერსიასაც წარადგენს, რომლის ფასიც რა თქმა უნდა გარკვეულ წილად გაიზრდება კიდევაც.


გააზიარე

დაბრუნება Posts