Google Lens-ის დახმარებით თქვენ რთულ მათემატიკურ ამოცანებს ერთი თითის დაჭერით ამოხსნით!

დაბრუნება Posts

Google Lens-ის დახმარებით თქვენ რთულ მათემატიკურ ამოცანებს ერთი თითის დაჭერით ამოხსნით!


როგორც იცით, Google-ის სერვისები გამოირჩევა დახვეწილობით. სიმარტივითა და თანამედროვეობით. ამიტომაცაა. რომ აღნიშნულ სერვისებს ყოველდღიურად ემატება ახალი ფუნქციები და სერვისები. მორიგ სიახლედ კი შეგვიძლია წარმოგიდგინოთ Google Lens-ში დამატებული ახალი ფუნქცია, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ ამოხსნათ თითქმის ყველა რთული მათემატიკური ამოცანა.

როგორც ფოტოზე ხედავთ, Google Lens-ში შესვლისას თქვენ შეგეძლებათ გადაუღოთ ნებისმიერ განტოლებას ფოტო გადაუღოთ და მონიშნოთ ის ამოცანა, რომლის ამოხსნაც გსურთ. აპლიკაცია გეტყვით არა მარტო პასუხს, არამედ მისი ამოხსნის ხერხსაც. ასევე ის დაგეხმარებათ თუ როგორ იპოვოთ პასუხი კუბური ან კვადრატული განტოლებიდან.

შეგახსნებთ, რომ აპლიკაციის გამოყენება შეუძლიათ, როგორც iOS, ისე Android მომხმარებლებს. იმისთვის, რომ ისარგებლოთ აღნიშნული სიახლით თქვენ განახლებული უნდა გქონდეთ Google-ის აპლიკაცია უახლესი ვერსიით. ამის შემდეგ კი უკვე ეტაპობრივად მიიღებთ ახალ ფუნქციას.


გააზიარე

დაბრუნება Posts