Galaxy Note20 & Note 20 Ultra: სმარტფონები გასაოცარი ტექნიკური მახასიათებლებით?

დაბრუნება Posts

Galaxy Note20 & Note 20 Ultra: სმარტფონები გასაოცარი ტექნიკური მახასიათებლებით?


ტრადიციულად კომპანია Samsung-მა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს მისი საუკეთესო კლასის Galaxy Note სერიის პრეზენტაცია გამართა, სადაც ახალ მოწყობილობებთან ერთად აღნიშნული სერიის ახალი წევრები, კერძოდ კი Galaxy Note20 და Note20 Ultra წარმოგვიდგინა. თუმცა ხაზგასასმელია ასევე ის ფაქტით, რომ როგორც იცით ღონისძიებამ მხოლოდ Online რეჟიმში ჩაირა Covid-19-ით გამოწვეული პრობლემების გამო. რაც შეეხება სმარტფონების დეტალურ მახასიათებლებს ის ასე გამოიყურება:

Galaxy Note20

მის შემადგენლობაშია 6.7 დიუმიანი 20:9 ფორმატიანი FHD რეზოლუციის AMOLED ეკრანი, Exynos 990-ის ჩიფსეტი, 8 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, 256 გიგაბაიტიანი UFS3.1 შესანახი მეხსიერება, 4300 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული, რომელიც ეკრანშია ჩაშენებული, ეკრანში შეჭრილი კამერა, USB Type C პორტი და Android 10.0 ოპერაციული სისტემა One UI მოდიფიცირებული ვერსიით. ასევე აქვს წყალ და მტვერ გამძლეობის IP68 სერთიფიკატი, Bluetooth 5.0

უკანა პანელზე სამი მთავარი კამერა გვხდება 12 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო F2.2 დიაფრაგმიანი ლინზებით, 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით და 64 მეგაპიქსელიანი კამერა 3X ოპტიკური მიახლოვებისათვის. აქ ასევე გვხდება 8K ვიდეო გადაღება, სუპერ SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში, ელექტრონული სტაბილიზაცია, ოპტიკური სტაბილიზაცია, 3X ოპტიკური ზუმი. წინა კამერად კი 10 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება F2.2 ლინზებით.

Galaxy Note20 Ultra

მის შემადგენლობაშია: 6.9 დიუმიანი 20:9 ფორმატიანი 2K+ რეზოლუციის AMOLED ეკრანი, Exynos 990-ის ჩიფსეტი, 8 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, 256/512 გიგაბაიტიანი UFS3.1 შესანახი მეხსიერება, 4500 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი ეკრანშია ჩაშენებული, IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, ეკრანში შეჭრილი კამერა და დინამიკი, USB Type C პორტი და Android 10.0 ოპერაციული სისტემა One UI მოდიფიცირებული ვერსიით. Bluetooth 5.0 და მეხსიერების ბარათის სლოტი.

უკანა პანელზე ოთხი კამერა გვხდება 12 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო F2.2 დიაფრაგმიანი ლინზებით, 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით და 12 მეგაპიქსელიანი კამერა 5X ოპტიკური მიახლოვებისათვის. აქ ასევე გვხდება 8K ვიდეო გადაღება, სუპერ SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში, ელექტრონული სტაბილიზაცია ოპტიკური სტაბილიზაცია, 5X ოპტიკური ზუმი. წინა კამერად კი 10 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება F2.0 ლინზებით.

აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ Microsoft-თან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა Office აპლიკაციის უკეთესი შერწყმა Galaxy სმარტფონებთან. სიახლეებია ასევე S-pen-შიც, სადაც მინიმალურ დროზე დავიდა კალმის შეყოვნების დრო, რისი საშულებითაც S-pen-ის სმარტფონზე დაწერისას თქვენ ისეთივე სისწრაფით დაწერთ როგორც თაბახის ფურცელზე. სმარტფონებს ასევე ექსკლუზიურად დაემატება Xbox კონტროლერი, რომელშიც უამრავი ექსკლუზიური თამაშების გაშვება შეგეძლებათ სმარტფონში.

აქვე აღვინიშნავ, რომ Galaxy Note20-is უარყოფით თვისებად კი შეიძლება ჩაითვალოს უაკან პანლის პლასტმასით დამზადება, ასევე უკანასკნელს გააჩნია მეხსიერების სლოტი და ე.წ EDGE პანელის არ არსებობა.


გააზიარე

დაბრუნება Posts