Elon Musk-მა Neuralink-ის მიერ წარმოდგენილი ჩიპის ტესტირება პირველად ღორის თავის ქალაში განახორციელა

დაბრუნება Posts

Elon Musk-მა Neuralink-ის მიერ წარმოდგენილი ჩიპის ტესტირება პირველად ღორის თავის ქალაში განახორციელა


28 აგვისტოს გამართულ ღონისძიებაზე Elon Musk-მა Neuralink-ის მიერ დამზადებული ახალი თაობის ჩიპის პრეზენტაცია გამართა. მისივე თქმით წინამორბედისაგან განსხვავებით მისი ზომა ძალზე შემცირებული და ამავე დროს ფუნქციურადაც გაზრდილია. ამის სადემონსტრაციოდ კი Musk-ის კომპანიამ სამი ღორი წარმოადგინა, რომელსაც ერთს აღნიშნული ჩიპი ჰქონდა დამაგრებული და თავს ჩვეულებრივად გრძნობდა, მეორეს, რომელსაც უკანასკნელი უკვე ამოღებული ჰქონდა და მესამე ჩვეულებრივი ღორი გახლდათ, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ჩიპი ჩამონტაჟებული.

Elon Musk Literally Pigs Out With Impressive Live Demo Of Neuralink Brain  Chip Implant | HotHardware

ხაზგასასმელია ასევე ის ფაქტიც, რომ Musk-ის თქმით ნებისმიერს უნდა შეეძლოს აღნიშნული ჩიპის მოცილება თუ ეს მათივე ნება იქნება. მისივე თქმით, ახალი ჩიპი ხელს შეუწყობს სმენა დაქვეითებულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ბრმა ადამიანებს დაეხმაროს მათი პრობლემის აღმოფხვრაში, რადგან ჩიპს შეუძლია ის ბიოლოგიურად დაზიანებული ორგანო ანდაც რომელიმე უბანი ჩაანაცვლოს თავისივე თავით.

Elon Musk Literally Pigs Out With Impressive Live Demo Of Neuralink Brain  Chip Implant | HotHardware

Elon-ის განცხადებით Neuralink-ის მიერ შექმნილი ჩიპები მალე ცხოველების გარდა ადამიანებიც გამოცდიან. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ კითხვაზე თუ შევძლებთ Tesla-ს ელექტრომობილის მართვას აღნიშნული ჩიპის მეშვეობით Musk-მა შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა.


გააზიარე

დაბრუნება Posts