2021 წლიდან Xiaomi ახალ სმარტფონებს გამოუშვებს, რომელსაც სელფის კამერა ეკრან-ქვეშ იქნება დამალული

დაბრუნება Posts

2021 წლიდან Xiaomi ახალ სმარტფონებს გამოუშვებს, რომელსაც სელფის კამერა ეკრან-ქვეშ იქნება დამალული


მოგეხსენებათ, რომ სელფის კამერები ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ვინაიდან მისი გადატანა ხშირად ხდებოდა ერთი ადგილიდან მეორეში ასევე ხშირად მცირდებოდა და იზრდებოდა მისი ფიზიკური ზომებიც და ლოგიკური იყო, რომ ე.წ Invinity-O ეკრანების შემდეგ დრო იყო, რომ გვეხილა ეკრან-ქეშ განთავსებული კამერებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი კომპანიები უკვე აქტიურად იწყებენ აღნიშნული ტექნოლოგიით აღჭურვილი სმარტფონების გამოშვებას და როგორც ჩვენი წინა სტატიიდან ნახეთ ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიის სმარტფონებს გაყიდის კომპანია ZTE იქნება.

Xiaomi Showcases New Third Generation Under-Display Smartphone Camera - The  Flighter

ზემოთ აღნიშნულ ბრენდს შეურთდება Xiaomi-ც, რადგან მან დღეს მესამე ექსპერიმენტული ტექნოლოგია წარმოადგინა, რომელიც გაცილებით უკეთესად გამოიყურება ვიდრე მისი თავდაპირველი ვერსია, რადგან წინამორბედისგან განსხვავებით გაუმჯობესებულია ასევე როგორც კამერის გამოსახულების ხარისხი, ასევე ახლა უკვე არც თუ ისე ადვილი შესამჩნევი ხდება ადამიანის თვალისთვის მისი დანახვა.

Xiaomi Unveils Third-Generation Under-Display Camera Tech, Set for Mass  Production in 2021 | Technology News

როგორც ნახეთ, ჩინური კომპანია საბოლოო ვერსიას მესამე თაობის კამერას უწოდებს, რადგან როგორც გითხარით პირველი ვერსია იყო მხოლოდ ლაბორატორიული პროდუქტი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი მასობრივი წარმოებისთვის. მესამე ვერსია კი უკვე საბოლოოდ მზად არის სმარტფონებში გამოსაყენებლად.

Xiaomi-ს განცხადებით ახალი მესამე თაობის ტექნოლოგია უკვე შესაძლებელია მოხდეს სმარტფონებშიც გამოყენება და მათივე თქმით, აღნიშნული ტექნოლოგიით აღჭურვილი სმარტფონების გამოშვებას კომპანია მომავალი წლიდან დაიწყებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts