მალე შესაძლოა Huawei-ს ახალ სმარტფონებში Snapdragon-ის ჩიფსეტები ვიხილოთ

დაბრუნება Posts

მალე შესაძლოა Huawei-ს ახალ სმარტფონებში Snapdragon-ის ჩიფსეტები ვიხილოთ


როგორც იცით, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გამო კომპანია Huawei ვერ ახერხებს მისი ჩიფსეტების მასიურ წარმოებას, სწორედ ამიტომაც კომპანიას ისღა დარჩა ითანამშრომლოს ისეთ ბრენდებთან, რომლებიც სმარტფონებისათვის განკუთვნილ ჩიფსეტებს აწარმოებენ. ასეთ კომპანიების კი განეკუთვნება: Samsung, Mediatek და Qualcomm.

Qualcomm Shares Rise on Strong Forecast, Huawei Agreement - Bloomberg

სწორედ ამიტომ Qualcomm-ი Huawei-სთან თანამშრომლობით ცდილობს დაიწყოს ლობირება აშშ-ს მთავრობასთან, რათა დართოს ნება Huawei-სთან სრული პარტნიორობისათვის და მისთვის სხვადასხვა პროდუქტის გადაცემისთვის.

რაც შეეხება სხვა არაამერიკულ კომპანიებს Samsung-სა და Mediatek-ს, როგორც სხვადასხვა წყაროები აცხადებენ Huawei უკვე ნამდვილად აპირებს Mediatek-ის ჩიფსეტების გამოყენებას, თუმცა უკანასკნელი როგორც იცით არც თუ ისე კარგი წარმადობით გამოირჩევა, ხოლო კომპანია Samsung კატეგორიულად გამორიცხავს Huawei-სთან თანამშრომლობის საკითხს.


გააზიარე

დაბრუნება Posts