მალე შესაძლოა Galaxy S21 Ultra-ს 60W სწრაფი დამუხტვის სისტემა და S-pen ჰქონდეს!

დაბრუნება Posts

მალე შესაძლოა Galaxy S21 Ultra-ს 60W სწრაფი დამუხტვის სისტემა და S-pen ჰქონდეს!


უკვე რამდენიმე დღეა რაც ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია Galaxy S სერიის ახალი წევრების შესახებ. ბოლო ინფორმაციით კი როგორც ჩანს Galaxy S21-ის კოდური სახელი Unbound ანუ “შეუზღუდავი” იქნება.

აღსანიშნავია ასევე, რომ სიტყვა “შეუზღუდავი” არ არის მხოლოდ ირიბად ნათქვამი, როგორც ინსაიდერები ირწმუნებიან ყველასგან მოულოდნელად ახალ Galaxy S21 Ultra-ს S-Pen ექნება. თუმცა მათივე თქმით ეს არ უქმნის არანირ წინაპირობას გაუქმდეს Note სერია.

ხაზგასასმელია ასევე ის ფაქტიც, რომ ახალ S21 Ultra-ს 60W სწრაფი დამუხტვის სისტემა ექნება, რაც ეს პირველი პრეცედენტი იქნება Galaxy-ს ისტორიაში.

ინსაიდერების ცნობით კი იმისათვის, რომ მივიღოთ ნამდვილად დადასტურებული და სანდო ინფორმაცია Galaxy S21-ზე სექტემბრის შუა რიცხვებს უნდა დაველოდოთ, რადგან აღნიშნულ დროს უკვე დასრულებული იქნება მუშაობა სმარტფონის ძირითადი მახასიათებლებსა და დიზაინზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts