კომპანია ZTE მალე მსოფლიოში პირველ სმარტფონს წარადგენს, რომელსაც ეკრანში დამალული კამერა ექნება!

დაბრუნება Posts

კომპანია ZTE მალე მსოფლიოში პირველ სმარტფონს წარადგენს, რომელსაც ეკრანში დამალული კამერა ექნება!


გასულ კვირას ჩინურ სერთიფიცირების მისანიჭებელ გვერდზე გამოჩნდა სმარტფონი, რომელსაც ZTE A2121 ნომერი ჰქონდა მინიჭებული, უკანსაკნელზე კი ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული სმარტფონი ZTE Axon 10 Pro 5G– ის შემდეგი მემკვიდრე იყო. რამდენიმე დღის წინ კი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ეს იქნება მსოფლიოში პირველი ტელეფონი, რომელსაც ეკრანის ქვეშ განთავსებული კამერა ექნება მისი დებიუტი კი როგორც კომპანია იტყობინება 1 სექტემბერს იქნება.

ZTE A20 5G: The first smartphone with an under-screen camera ...

ZTE A20 5G მართალია არ იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც ეკრანის ქვეშ ექნება განთავსებული კამერა მაგრამ ეს იქნება პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი სმარტფონი – ყოველივე ამის შემდეგ რაც ჩვენ უკვე Oppo-ს მიერ დამზადებული დემო სმარტფონი ვიხილეთ. ასევე საინტერესოა ისიც, თუ როგორ მოახერხა ZTE- მ ეკრანზე აღმოფხვრას შუქის დაცემის პრობლემა, რადგან ეს სმარტფონის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

ZTE A20 5G to be called Axon 20 5G, arriving on September 1

ეკრანი, სავარაუდოდ, დამზადებული იქნება Visionox– ის მიერ, რომელიც ერთ – ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია ჩინეთში. მათივე თქმით მათ დაასახელეს აღნიშნულ ტექნოლოგიაზე მუშაობა ახლა კი ინი მუშაობენ კამერის ლინზის გარშემო პიქსელების მოწყობის ოპტიმიზაციაზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია მათთვის ვისაც 4K ან თუნდაც 1080p რეზოლუციის გადაღება სურს.

რაც შეეხება სმარტფონის სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს, ZTE A20 5G აღჭურვილი იქნება: 6.92 ინჩიანი OLED ტიპის პანელით, 32 მეგაპიქსელიანი წინა, ხოლო 64 მეგაპიქსელიანი უკანა კამერით და Snapdragon 765G ჩიფსეტით.


გააზიარე

დაბრუნება Posts