კომპანია Xiaomi-მ მსოფლიოში პირველი გამჭვირვალე ტელევიზორი წარადგინა

დაბრუნება Posts

კომპანია Xiaomi-მ მსოფლიოში პირველი გამჭვირვალე ტელევიზორი წარადგინა


ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ 10 წლის იუბელის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისი ახალი ტექნოლოგიური მიღწევები წარმოადგინა. მათგან კი აღსანიშნავი იყო ე.წ გამჭვირვალე ტელევიზორი, რომლის ჩვენებისას მომხმარებლებს შეეძლება დაინახოს ის რაც ტელევიზორის უკან ხდება.

რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ტელევიზორის ეკრანის ზომა შეადგენს 139 სანტიმეტრს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ეკრანს 120Hz განახლების სიხშირე აქვს. Mi TV Lux Transparent Edition-ის შემადგენლობაში კი ასევე შევა MediaTek 9650-ის პროცესორიც.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის მქონე ტელევიზორი პირველი არაა მსოფლიოში, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით კომპანია Samsung-მა და LG-მა წარმოგვიდგენს ტელევიზორები, თუმცა Xiaomi ამ შემთხვევაში იგი პირველია, რადგან ტელევიზორის გაყიდვაში ჩაშვება უკვე შესაძლებელია და წინასწარი ფასი $7,200 იქნება.


გააზიარე

დაბრუნება Posts