კომპანია Xiaomi ახალ მონსტრ კამერაფონს ამზადებს!

დაბრუნება Posts

კომპანია Xiaomi ახალ მონსტრ კამერაფონს ამზადებს!


ამასობაში სანამ მრავალი კომპანია ფიქრობს თუ როგორ შეებრძოლოს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს კომპანია Xiaomi მის 10 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს. ამიტომ 11 აგვისტოს Xiaomi რამდენიმე ახალი მოწყობილობის წარდგენას გეგმავს, მათ შორისაა კომპანიის ახალი კამერაფონი Mi 10 Ultra.

Xiaomi Mi 10 Ultra banners and box art showcase 120x zoom camera ...

აღნიშნულ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ სმარტფონის პერისკოპულ კამერას 120x ზუმის შესაძლებლობა ექნება. ეს კი საინტერესო ნაბიჯია მაშინ, როდესაც მსგავსი მარკეტინგული მიდგომა კომპანია Samsung-მა წარსულს ჩააბარა და ახალ Galaxy Note20 სერიაში მხოლოდ 50x შესაძლებლობა მოგვცა.

გარდა ამისა, სმარტფონში შევხდებით Snapdragon 855+ ჩიფსეტს, UFS 3.1 შიდა მეხსიერებას და LPDDR5 ოპერატიულ მეხსიერებას. სმარტფონი ასევე აღჭურვილი იქნება 120Hz ეკრანით და 120W სწრაფი დამუხტვით.


გააზიარე

დაბრუნება Posts