ექსკლუზივი: Huawei Mate 40-ის პირველი ოფიციალური ფოტოები უკვე ცნობილია!

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: Huawei Mate 40-ის პირველი ოფიციალური ფოტოები უკვე ცნობილია!


Huawei- ს აღმასრულებელმა დირექტორმა Richard Yu 2020 წლის ჩინეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამიტზე ისაუბრა მომავალი Mate 40 სმარტფონების შესახებ, სადაც მან განმარტა, რომ შემდეგი ფლაგმანური სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიფსეტებიც მიწოდება მნიშვნელოვნად არის შეფერხებული მიმდინარე ტექნოლოგიური ომის პირობებში.

Leaked Mate 40 and Mate 40 Pro renders confirm a more practical ...

გავრცელებული ინფორმაციით კი Kirin 1000-ის პირველ დებიუტს IFA-ს ღონისძიებაზე ვიხილავთ, რომელიც ყოველწლიური ტექნოლოგიური გამოფენაა სადაც კომპანიებს მათი დახვეწილი მოწყობილობების პრეზენტაციას მართავენ ყოველი წლის სექტემბერს. სავარაუდოდ კი აღნიშნული ჩიფსეტი დამზადებული იქნება 5ნმ ტექნოლოგიით რომელიც დაფუძნებული იქნება Cortex-A78 ბირთვით.

რაც შეეხება კომპანიის ახალ სმარტფონს ოფიციალური რენდერის მიხედვით სმარტფონს ოთხი მთავარი კამერა ექნება წინა პანელზე კი კვლავ იქნება შენარჩუნებული მცირე კამერის ჭრილი. აღსანიშნავია, ასევე ისიც რომ როგორც ცნობილი გამოცემები იუწყებიან აღნიშნული სმარტფონები იქნება ბოლო მოწყობილობები, რომლებიც Huawei-ს მიერ დამზადებული ჩიფსეტებით იქნება აღჭურვილი, რადგან კომპანიისადმი დაწესებულმა სანქციებმა მას აღარ მისცა საშუალება ჩიფსეტების მასიური წარმოებისათვის.


გააზიარე

დაბრუნება Posts