OnePlus Nord-ის ოფიციალური დებიუტი 21 ივლისს გაიმართება

დაბრუნება Posts

OnePlus Nord-ის ოფიციალური დებიუტი 21 ივლისს გაიმართება


დიდი პაუზის შემდეგ როგორც იქნა კომპანია OnePlus-მა მისი ახალი ბიუჯეტური სმარტფონის პრეზენტაციის თარიღი დაასახელა.

კომპანიამ ასევე მის Instagram გვერდზე სმარტფონის ორიგინალური ყუთის ფოტოც გაავრცელა, სადაც ვხედავთ სმარტფონის დაბრენდილ დასახელებას. წინასწარი ინფორმაციით კი OnePlus Nord მიიღებს 6.55 ინჩიან Super Amoled ეკრანს 90Hz განახლების სიჩქარით. იგი ასევე აღჭურვილი იქნება Snapdragon 765G ჩიფსეტითა და 64 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით. რაც შეეხება სმარტფონის ფასს, წინასწარი ინფორმაციით მისი ფასი $500-მდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ სმარტფონის გამოსვლის თარიღი დაგეგმილია 21 ივლისს, რომლის ონლაინ კონფერენციის ნახვა კი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგეძლებათ.


გააზიარე

დაბრუნება Posts