Nasa-მ მარსის გამოსაკვლევად როვერი გაუშვა

დაბრუნება Posts

Nasa-მ მარსის გამოსაკვლევად როვერი გაუშვა


რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე ახალი როვერი გაუშვა, რომელიც აქტიურად ჩაერთვება პლანეტის გამოკვლევებსა და ახალი სიცოცხლის აღმოჩენაში.

გავრცელებული ინფორმაციით, Perseverance დაახლოებით ავტომობილის ზომისაა და ის პლანეტაზე 7 თვის შემდგომ ჩააღწევს. 2021 წლის 18 თებერვალს კი ის მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში დაეშვება, რომლის სიღრმე 500 მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მეცნიერთა ვარაუდით რამდენიმე მილიარდი წლის წინ იქ ტბა იყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში მარსისკენ კიდევ ორმა სახელმწიფომ გაუშვა მისი საკვლევი აპარატი. ესენი კი არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ჩინეთია.


გააზიარე

დაბრუნება Posts