Huawei Mate 40-ს აღარ ექნება ეკრანში ჩაშენებული კამერა
რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ახალ Mate 40-ს ეკრანში ჩაშენებული კამერა ექნებოდა. უკანასკნელში კი გამოყენებული იქნებოდა ჩინური კომპანია Visionox-ის ტექნოლოგიები. თუმცა ერთ-ერთმა ინსაიდერმა Digital Chat Station-მა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

მისი თქმით მართალია თავდაპირველად Visionox-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის მიერ შექმნილი ტექნოლოგია უკვე დასრულებული იყო და გამართული გამოყენებისათვის. თუმცა როგორც ინსაიდერი ირწმუნება, მან პირადად ნახა Mate 40-ის ინჟინერია და გაარკვია, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ჯერ კიდევ არაა ისეთ დონეზე რომ მისი გამოყენება მოხდეს და იფუნქციონიროს სრულიად გამართულად.