Google Chrome-ის მომდევნო განახლებას ამიერიდან მხოლოდ 64 bit-ზე მომუშავე ოპერაციული სისტემები მიიღებენ

დაბრუნება Posts

Google Chrome-ის მომდევნო განახლებას ამიერიდან მხოლოდ 64 bit-ზე მომუშავე ოპერაციული სისტემები მიიღებენ


მართალია, ჯერ კიდევ პირველი 64 bit-იანი Android ოპერაციული სისტემა Android 5,0 იყო, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს გამოვიდა. აღნიშნული სიახლე კი იმ დროს საკმაოდ დიდ ინოვაციას წარმოადგენდა, თუმცა დღესდღეობით თითქმის ყველა სმარტფონი აღჭურვილია 64 bit-იანი პროცესორითა და ოპერაციული სისტემით.

Chrome is switching to 64-bit on Android 10

თუმცა Google-ის თქმით, Chrome-ის ახალი 85-ე ვერსია მხოლოდ 64 bit-ზე მომუშავე მოწყობილობებისათვის იქნება ხელმისაწვდომი. ასევე კომპანია ყველა დეველოპერს მოუწოდებს, რომ Play Store-ში განთავსებული აპლიკაციები მხოლოდ 64 bit-ზე მომუშავე სმარტფონებისათვის გამოუშვან მათ კი ამისათვის დრო 2021 წლის აგვისტომდე აქვთ.

მართალია ამისათვის დიდი დრო იქნება საჭირო თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ Apple-მა ჯერ კიდევ 2017 წელს შეწყვიტა 64 bit-ზე მომუშავე მოწყობილობების მხარდაჭერა ამ შემთხვევაში Google-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი დაგვიანებულიცაა.


გააზიარე

დაბრუნება Posts