Galaxy Z Fold 2-ის გამოშვება დროებით გადაიდო

დაბრუნება Posts

Galaxy Z Fold 2-ის გამოშვება დროებით გადაიდო


როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ კომპანია Samsung-მა მისი მორიგი ახალი კონფერენციის თარიღი გაგვიმხილა, სადაც კომპანია გეგმავს ახალი Galaxy Note20 სერიის, Galaxy Tab S7-ისა და Galaxy Buds Live-ის გამოშვებას.

თუმცა, ერთ-ერთმა პოპულარულმა ინსაიდერმა Max Weinbach-მა განაცხადა, რომ მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, რომ ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე კომპანია ახალი დასაკეცი სმარტფონის Galaxy Z Fold 2-ის გამოშვებას გეგმავდა სიცრუე აღმოჩნდა. მისივე თქმით, იგი 60%-ით დარწმუნებულია, რომ სმარტფონის პრეზენტაცია სექტემბერსაა დაგეგმილი, ხელმისაწვდომი კი უკვე ოქტომბერში გახდება.

მან ასევე განაცხადა, რომ მისივე მოძიებული ინფორმაციით მიხედვით 5 აგვისტოსათვის გამზადებულ სმარტფონებში ვერ ნახა ახალი Galaxy Z Fold 2, თუმცა მან დანამდვილებით განაცხადა, რომ ღონისძებაზე წარდგენილ სხვა სმარტფონებისა და პლანშეტების უმეტესობა Snapdragon 865+ -ის ჩიფსეტით იქნება ხელმისაწვდომი.


გააზიარე

დაბრუნება Posts