Galaxy Buds Live-ის პირველი ოფიციალური პრომო ვიდეო უკვე ცნობილია!

დაბრუნება Posts

Galaxy Buds Live-ის პირველი ოფიციალური პრომო ვიდეო უკვე ცნობილია!


როგორც იცით კომპანია Samsung-ი 5 აგვისტოს ახალ მოწყობილობების პრეზენტაციას გამართავს, რომელთა შორის ახალი უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds Live-ია. რამდენიმე საათის წინ კი ყურსასმნების პირველი ოფიციალური პრომო ვიდეო და ფოტოები გავრცელდა.

როგორც ვიდეოში ხედავთ, ყურსასმენებს მართლაც განსხვავებული ფორმა აქვს და პირველი შეხედვისას ის შეიძლება ლობიოს მარცვალსაც კი მოგვაგონოს. აღსანიშნავია, ისიც, რომ ყურსასმენებს არ გააჩნიათ რეზინის საცობები, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ ისტორიაში პირველად ამიერიდან Samsung-ის ახალ ყურსასმენებს აქტიური ხმის იზოლაციის ფუნქცია ექნება.

Samsung Galaxy Buds Live leak in official-looking promo video, ANC possibly confirmed

შეგახსენებთ, რომ Galaxy Buds Live-ის, განახლებული Note სერიისა და Tab S7-ის გამოსვლა დაგეგმილია 5 აგვისტოს, თბილისის დროით საღამოს 18:00-ზე.


გააზიარე

დაბრუნება Posts