Galaxy Buds Live-ის დიზაინი უკვე ცნობილია!

დაბრუნება Posts

Galaxy Buds Live-ის დიზაინი უკვე ცნობილია!


ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა პირველი მონახაზები, სადაც უკვე ნათელი იყო რომ კომპანია Samsung-ი ახალი თაობის ყურსასმენებზე მუშაობდა. გასულ დღეს კი სოციალურ ქსელ Twitter-ში Evan Blass-მა ყურსასმენების პირველი რენდერი გამოაქვეყნა.

როგორც ფოტოზე ხედავთ აღნიშნულ ყურსასმენებს არ გააჩნია რეზინის საცობები, რის გამოც შესაძლოა, რომ მას ხმის იზოლაციის ახალი ტექნოლოგია ჰქონდეს. ფოტოზე ასევე ნათლად ჩანს ქეისის დასამუხტი LED ნათება. რაც შეეხება ფასს და გამოსვლის თარიღს, სავარაუდოა, რომ Galaxy Buds Live-ის ფასი $150-მდე იყოს და მისი ოფიციალური პრეზენტაცია 5 აგვისტოს Galaxy Note20 სერიის გამოსვლასთან ერთად ვიხილოთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts