Elon Musk-ის თქმით მალე ადამიანები ტვინში განთავსებული მიკროჩიპით მუსიკის მოსმენასაც შეძლებენ!

დაბრუნება Posts

Elon Musk-ის თქმით მალე ადამიანები ტვინში განთავსებული მიკროჩიპით მუსიკის მოსმენასაც შეძლებენ!


კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა Elon Musk-მა განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი კომპანიის Neuralink-ის მიერ დამზადებული ნეირონული ჩიპით ადამიანებს მუსიკის მოსმენა შეეძლებათ.

კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა Austin Howard-მა Elon Musk-ს ჰკითხა თუ შეძლებდნენ ადამიანები აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით მუსიკის მოსმენას. თუმცა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს Musk-მა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა, მაგრამ ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია თუ კიდევ რა ფუნქციებს შეითავსებს აღნიშნული მოწყობილობა.

Elon Musk claims Neuralink brain chip will be able to stream music ...

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს Musk-მა განაცხადა, რომ მისი კომპანია უკვე მუშაობდა ახალ ნეირონულ ჩიპზე, რომელიც პირველად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს დაეხმარებოდა და ჩაანაცვლებდა ბუნებრივ დაზიანებულ ნეირონულ ქსელებს, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა ადამიანებს. მათ შორის აღნიშნული ტექნოლოგიის დახმარებით შეზღუდული გადაადგილების მქონე ადაიმანებმა შესაძლოა სიარულიც კი შეძლონ.


გააზიარე

დაბრუნება Posts