კომპანია Samsung-ი უკვე 6G ტექნოლოგიაზე მუშაობს

დაბრუნება Posts

კომპანია Samsung-ი უკვე 6G ტექნოლოგიაზე მუშაობს


დღესდღეობით სატელეკომუნიკაციო კომპანიები დღითიდღე ვითარდებიან და გვთავაზობენ ახალ 5G კავშირს, თუმცა მისი სრული დაფარვა ჯერჯერობით კვლავ შორსაა. მაგრამ სამხრეთ კორეულმა გიგანტმა კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ პირველი 6G კომერციალიზება შესაძლოა 2028 წლისათვის იყოს მზად, ხოლო მასობრივი კომერციალიზაცია შეიძლება 2030 წელს მოხდეს.

Samsung's 6G White Paper Lays Out the Company's Vision for the ...

მათივე თქმით, აღნიშნული ტექნოლოგია გამოყენებული იქნება, როგორც სმარტფონებში, ასევე ავტომობილებშიც. კომუნიკაციების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, Sunghyun Choi, ამბობს, რომ მისმა გუნდმა უკვე დაიწყო 6G ტექნოლოგიებზე მუშაობა. არსებობს სამი კატეგორიის მოთხოვნები, რომლებიც სამსუნგს 6G მომავლისკენ უბიძგებს. იმისათვის, რომ 6G მუშაობდეს საუკეთესოდ, მან უნდა უზრუნველყოს 1000 გბიტს მონაცემთა მაჩვენებელი (რაც 50 ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე 5G).

Samsung expects 6G to launch as early as 2028 | ZDNet

ცხადია, 6G ჯერ კიდევ თეორიულ ფაზაშია, მაგრამ მასზე მომუშავე კომპანიების არსებობა ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯები გადადგმა ახალ ტექნოლოგიაზე უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ თუ ეს ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უკეთესს გახდის, რა თქმა უნდა, მაშინ უყოყმანოთ უნდა მივიღოთ ის.


გააზიარე

დაბრუნება Posts