კომპანია OnePlus-მა მისი ახალი სმარტფონის OnePlus Nord-ის პირველი პრომო ვიდეო გამოაქვეყნა

დაბრუნება Posts

კომპანია OnePlus-მა მისი ახალი სმარტფონის OnePlus Nord-ის პირველი პრომო ვიდეო გამოაქვეყნა


OnePlus-ის ახალი ბიუჯეტური სმარტფონის გამოსვლამდე სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება. კომპანია კი არ წყვეტს სმარტფონთან არსებული მცირე დეტალების გამოქვეყნებას. ბოლო სიახლე კი სმარტფონის შესახებ კომპანიამ ახალი ვიდეო რგოლში.

როგორც ვიდეოში ხედავთ ახალ სმარტფონს წინა პანელზე, კერძოდ, კი ეკრანზე, ორი კამერის ჭრილი ექნება. რაც შეეხება უკანა მხარეს, აქ შეგვხვდება სამი მთავარი კამერა და LED განათება.

OnePlus Nord design revealed in latest promo video

ასევე უკანასკნელი ინფორმაციით სმარტფონი აღჭურვილი იქნება Qualcomm-ის მიერ დამზადებული Snapdragon 765G ჩიფსეტით, რომელიც 5G-ით იქნება აღჭურვილი. რაც შეეხება გამოსვლის თარიღსა და ფასს, OnePlus-ის გენერალური დირექტორის თქმით, ახალი სმარტფონის ფასი $500-მდე იქნება, თუმცა ამ დროისათვის წინასწარი შეკვეთებით მარაგი უკვე ამოწურულია. გავრცელებული ინფრომაციით კი სმარტფონის დებიუტი მომდევნო კვირას, 10 ივლისს შედგება.


გააზიარე

დაბრუნება Posts