კომპანია Apple 2030 წლამდე სრულად შეწყვეტს ნახშირბადის გამოყოფას გარემოში

დაბრუნება Posts

კომპანია Apple 2030 წლამდე სრულად შეწყვეტს ნახშირბადის გამოყოფას გარემოში


Apple-ის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ შეამცირონ გარემოში გამოყოფილი ნახშირბადის დონე. ამისათვის კომპანია გამოიყენებს გადამუშავებულ პროდუქტსა და ნულის დონემდე დაიყვანს ასევე ტექნიკის ტრანსპორტირებისას გამოყოფილ მავნე აირებს.

Apple commits to be 100 percent carbon neutral for its supply ...

მათივე თქმით, ასევე ისინი ხელს შეუწყობენ მზის პანელების გამოყენებასა და ტყის განაშენიანებას სხადასხვა კონტინენტზე. შეგახსენებთ, რომ ისეთივე კომპანიები როგორებიცაა: Google, Samsung-ი და Microsoft-ი მაქსიმალურად მუშაობენ ზემოთ აღნიშნული წესების დაცვას, რადგან ისინი ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიზეზს წარმოადგენენ გარემოში წარმოქმნილ მავნე აირებს.

აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ როგორც იცით კომპანია Apple-მა გადაწყვიტა ახალ სმარტფონებში საერთოდ ამოიღოს ის აქსესუარები, რომლის ყიდვაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს, ასეთ ნივთად კი კომპანიამ დასამუხტი ბლოკი და ყურსასმენები დაასახელა. ვინაიდან მათივე განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გარემოში ზედმეტი ნარჩენების წარმოქმნაში.


გააზიარე

დაბრუნება Posts