ექსკლუზივი: Galaxy Z Fold 2-ის პირველი რეალური ფოტოები!

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: Galaxy Z Fold 2-ის პირველი რეალური ფოტოები!


Samsung-ის Galaxy Unpacked– ის ღონისძიებამდე კვირაზე ცოტა დრო რჩება ინტერნეტ სივრცეში კი საერთოდ არ იკლებს იმ მოწყობილობების წინასწარი ფოტოების გავრცელება, რომლის წარდგენასაც კომპანია მომდევნო კვირას აპირებს.

სულ ახლახანს კი როგორც ჩანს ინსაიდერების მიზანში Galaxy Z Fold 2 აღმოჩნდა, რომლის ფოტოებმაც მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა. როგორც ფოტოზე ხედავთ წინამორბედისგან განსხვავებით ამიერიდან სმარტფონში ჩვენ სულ ხუთ კამერას ვიხილავთ, ასევე სმარტფონის გაშლისას მთლიან ეკრანზე შევხვდებით პატრა კამერის ჭრილს, რომელიც სმარტფონის მარცხენა მხარეს იქნება განთავსებული.

Samsung expected to debut new Galaxy phones, watch, buds and tablet

რაც შეეხება უკანა პანელს, აქ შევხვდებით Galaxy Note20-ის მსგავს კამერის განლაგებას. წინა მხარეს კი შემცირებული იქნება ეკრანის კიდეები და გაზრდილი იქნება მისი მოცულობაც. წინასწარი ინფორმაციით კი სმარტფონის შემადგენლობაში შევა 6,23 ინჩიანი ეკრანი, რომლის განახლების სიხშირეც 120Hz იქნება.


გააზიარე

დაბრუნება Posts