ექსკლუზივი: Galaxy Note20-ს მალე ახალ ფერში ვიხილავთ!

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: Galaxy Note20-ს მალე ახალ ფერში ვიხილავთ!


რაც უფრო ნაკლები დრო რჩება Samsung-ის ახალი ფლაგმანური სმარტფონების გამოსვლამდე მით უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება მათზე ინტერნეტ სივრცეში. რამდენიმე საათის წინ კი როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს ახალი ფლაგმანური სმარტფონის Galaxy Note20 Ultra-ს პირველი ფოტოები Samsung-ის ოფიციალურ უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელდა.

თავდაპირველად სმარტფონის პირველი გაჟონვა Galaxy Note8-ის გვერდზე მოხდა, სადაც Galaxy Note20 ფოტოზე იყო დატანილი Galaxy Note10-ის დასახელებით. რაც შეეხება აღნიშნულ ფოტოებს აღსანიშნავია, რომ როგორც ჩანს Galaxy Note20-ს და Galaxy Watch 3-ს ახალ სპილენძის ფერშიც შევხდებით, რომელიც ალბათ ნამდვილად დამეთანხმებით ულამაზესია.

1 ივლისს კი ერთ-ერთმა ინსაიდერმა გაავრცელა ასევე სმარტფონის ქეისებისა და წინა პანელების ფოტო. სადაც ნათლადაა ნაჩვენები თუ როგორი მცირე ეკრანის კიდეები ექნება სმარტფონებს და რა ზომის კამერის მოდული ექნებათ მათ უკანა პანელზე.

რაც შეეხება Galaxy Note20 Ultra-ს ახალ ფოტოებს თუ როგორ მოხდა მათი გაჟონვა ოფიციალური Samsung-ის საიტზე ეს ამ დრომდე უცნობი რჩება. თუმცა,ზოგიერთი ინსაიდერი თვლის, რომ ფოტოს გაჟონვა Samsung-ის სმარტფონებში რეკლამების გადასაფარად მოხდა. ვინაიდან მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილო იყო მათ სმარტფონებში რეკლამების გამოჩენის.


გააზიარე

დაბრუნება Posts