ექსკლუზივი: Galaxy Note20 Ultra-ს პირველი რეალური ფოტოები!

დაბრუნება Posts

ექსკლუზივი: Galaxy Note20 Ultra-ს პირველი რეალური ფოტოები!


როგორც იცით Samsung-ის ახალ ფლაგამნური სმარტფონების პრეზენტაციამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. რამდენიმე კვირით ადრე კი სოციალურ ქსელ Twitter-ის ერთ-ერთმა ინსაიდერმა Galaxy Note20 Ultra-ს პირველი რეალური ფოტოები გამოაქვეყნა!

როგორც ფოტოზე ხედავთ სმარტფონი იდენტურია იმ რენდერისგან, რომელიც რამდენიმე დღის წინ Samsung-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ფოტოზე ასევე ნათლად ჩანს სმარტფონის კამერების შესახებაც, როგორც ხედავთ სმარტფონს ჯამში ოთხი მთავარი კამერა აქვს მათგან ერთ-ერთი Galaxy S20 Ultra-ში გამოყენებული 108 მეგაპიქსელიანი კამერაა, თუმცა უკანასკნელისგან განსხვავებით Galaxy Note20 Ultra-ს 50X ციფრული ზუმის შესაძლებლობა ექნება.

ასევე ხაზგასასმელია სმარტფონის კიდეების სიდიდეებიც, ვინაიდან წინამორბედ Galaxy Note10-ისგან განსხვავებით სმარტფონს გააჩნია, როგორც მცირე ეკრანის კიდეები, ასევე მცირე წინა კამერის ჭრილიც. შეგახსენებთ, რომ ახალი Galaxy Note20 სერიის პრეზენტაციის თარიღი ჩანიშნულია 5 აგვისტოს, სადაც ასევე შესაძლებელია ვიხილოთ: Galaxy Watch 3, Galaxy Buds Live და Galaxy Tab S7.


გააზიარე

დაბრუნება Posts