ახალ iPhone 12-ს სექტემბერში ვეღარ ვიხილავთ!

დაბრუნება Posts

ახალ iPhone 12-ს სექტემბერში ვეღარ ვიხილავთ!


უკვე გარკვეული დროა, ჩვენ გამუდმებით ვუსმენდით ჭორებს იმის შესახებ, რომ ახალი iPhone 12 სერიის გამოსვლა შესაძლოა გარკვეული ხნით გადაიდოს, თუმცა ზოგიერთი ინსაიდერი დღემდე ამბობს, რომ ღონისძიება ტრადიციულად სექტემბერში ჩატარდება, მაგრამ როგორც ჩანს რეალობა სხვაგვარია.

Apple iPhone 12 release date could be delayed by 1-2 months ...

რამდენიმე საათის წინ Apple-ის ფინანსურმა დირექტორმა, Luca Maestri-მ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კომპანიამ ახალი სმარტფონების გაყიდვა სექტემბრის ბოლოს დაიწყო 2020 წელს ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია შესაძლოა რამდენიმე კვირით დაგვიანდეს.

მართალია, Maestri-ს ზემოთ აღნიშნულ პრობლემის მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა სავარაუდოა, რომ აღნიშნული პრობლემა Apple-ს Covid-19-ით გამოწვეულმა შეზღუდვებმა იმოქმედა, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ახალი სმარტფონების შექმნაზე. მიმდინარე პრობლემებზე ასევე ყურადღება გაამახვილა კომპანია Qualcomm-მაც, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი 5G მოდემების დამზადებასა და ტრანსპორტირებაზე გარკვეულ პრობლემებს წააწყდნენ, რამაც ცუდი შედეგი იქონია Apple-ზეც.

Apple hints at several week iPhone 12 delay during Q3 2020 call ...

შეგახსენებთ, რომ კომპანიის ფინანსური დირექტორის განცხადებით, ახალი iPhone-ების გამოშვება შესაძლოა ტრადიციულად ვერ მოხდეს სექტემბერში და მან რამდენიმე კვირით გადაიწიოს, სავარაუდოდ კი ახალი სმარტფონები შესაძლოა ოქტომბრის დასაწყისში ანდაც მის მეორე ნახევარში ვიხილოთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts