აშშ-მ შესაძლოა მალე Tiktok და სხვა ჩინური აპლიკაციები სრულიად აკრძალოს

დაბრუნება Posts

აშშ-მ შესაძლოა მალე Tiktok და სხვა ჩინური აპლიკაციები სრულიად აკრძალოს


ინდოეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სადაც ინდოეთში სხვადასხვა ჩინური აპლიკაციების დაბლოკვას გეგმავენ აღნიშნულ ქვეყანას მალე აშშ-ც შეურთდება!

United States is also looking at banning TikTok, says Mike Pompeo

გასულ დღეს, 6 ივნისს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა Mike Pompeo-მ ერთ-ერთ მედია საშუალების ინტერვიუში განუცხადა, რომ აშშ განიხილავს რამდენიმე ჩინური მედია საშუალების და მათ შორის Tiktok-ის სრულიად აკრძალვა მოხდეს, ვინაიდან მისივე თქმით, უკანასკნელის ჩამოტვირთვა თუ გსურთ, ესეიგი თქვენ თავს უფლებას აძლევთ თქვენი პირადი ინფორმაციები ჩინეთის სახალხო რეპუბლიკას გადასცეთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩინეთის აგრესიულმა პოლიტიკამ და გარკვეული ტერიტორიების ოკუპაციამ ინდოეთს გადააწყვეტინა, რომ აეკრძალა სხვადასხვა ჩინური კომპანიების და აპლიკაციების ფუნქციონირება მათივე ქვეყანაში.


გააზიარე

დაბრუნება Posts