Twitter-ზე მალე ხმოვანი ტვიტის ფუნქცია დაემატება

დაბრუნება Posts

Twitter-ზე მალე ხმოვანი ტვიტის ფუნქცია დაემატება


სოციალურ ქსელ twitter-ზე მალე შესაძლოა ე.წ ხმოვანი ტვიტის ფუნქცია დაემატოს. ამის შესახებ კომპანიამ რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად განაცხადა.

მათივე თქმით, ახალი ფუნქციის დახმარებით თქვენ twitter-ში მალე ხმოვანი ტვიტის გამოქვეყნება შეგეძლებათ. თუმცა ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სერვისით სარგებლობა ამ დროისათვის მხოლოდ iOS-ის ოპერაციული სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებზე შეგეძლებათ. აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ აღნიშნული ხმოვანი ტვიტის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 140 წამს (2 წთ, 20 წამი) შეადგენს.


გააზიარე

დაბრუნება Posts