Tesla-ს მიერ წარმოდგენილი ახალი ტექნოლოგიით ამიერიდან ერთი დამუხტვით ელექტრომობილს 647 კმ-ის დაფარვა შეეძლება

დაბრუნება Posts

Tesla-ს მიერ წარმოდგენილი ახალი ტექნოლოგიით ამიერიდან ერთი დამუხტვით ელექტრომობილს 647 კმ-ის დაფარვა შეეძლება


ამერიკულმა ელექტრომობილების წარმოებელმა კომპანია Tesla-მ წარმოადგინა ახალი Model S Long Range Plus-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც წინამორბედისაგან განსხვავებით მას ამიერიდან 647 კმ-ის დაფარვა შეეძლება.

Tesla cuts Model S price by $5,000, bumps range to 402 miles | Ars ...

ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს EPA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მართალია ელექტრომობილის ბატარეის მოცულობა და სიმძლავრე იგივე დარჩა, თუმცა მოხდა გარკვეული წონის შემცირება და გაუმჯობესებული საბურავების დაყენება კარგი აეროდინამიკისათვის. აღნიშნულმა ცვლილებებმა კი წინამორბედისგან შედარებით 19 კმ-ით მეტის გავლის საშუალება მოგვცა.

შეგახსენებთ, რომ Tesla Model S Long Range Plus 0-დან 100-მდე 3,8 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 249 კმ/სთ შეადგენს. რაც შეეხება მის ფასს, აღნიშნული ელექტრომობილის ფასი $75,000-დან დაიწყება.


გააზიარე

დაბრუნება Posts