Tesla-მ Panasonic-თან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა

დაბრუნება Posts

Tesla-მ Panasonic-თან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა


ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ ახალი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა იაპონურ კომპანია Panasonic-თან. უკანასკნელი კი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიის ბატარეების გადაცემას.

Panasonic's joint venture with Tesla turns first profit ...

მართალია, Panasonic-ი არ არის ერთადერთი კომპანია Tesla-სთვის, რომელიც ბატარეებს იღებს, თუმცა ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ იგი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია კომპანიისათვის.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ Panasonic-მა განაცხადა, რომ ისინი ბატარეების ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობდნენ, რომელსაც ამჟამინდელზე მეტი რესურსი გააჩნდა. ამიტომაცაა, რომ შესაძლოა მიღებული 3 წლიანი ხელშეკრულება ზემოთ აღნიშნულ ტექნოლოგიის გადაცემისათვის დაიდო.


გააზიარე

დაბრუნება Posts