Play Station 5: განახლებული დიზაინი, სუპერ მძლავრი მახასიათებლები და ახალი აქსესუარები!

დაბრუნება Posts

Play Station 5: განახლებული დიზაინი, სუპერ მძლავრი მახასიათებლები და ახალი აქსესუარები!


12 ივნისს გამართულ კონფერენციაზე კომპანია Sony-მ მისი ახალი კონსოლის PS5-ის ახალი დეტალები გამოაქვეყნა. დიდი ხნის შემდგომ უკვე ცნობილი გახდა კონსოლის დიზაინიც. კომპანიამ ახალ კონსოლთან ერთად მისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ვიდეო თამაშებიც წარმოადგინა. მათგან კი აღსანიშნავია: GTA V, Spider Man: Miles Morales, Hitman III, Gran Turismo 7 და Resident Evil 8: Village.

აღსანიშნავია, ისიც რომ განახლებული კონსოლი წინამორბედისაგან როგორც ვიზუალის გარდა, ასევე ტექნიკური მონაცემებითაც განსხვავდება, კერძოდ იგი აღჭურვილი იქნება: მოდიფიცირებული 8-ბირთვიანი AMD Zen 2 პროცესორით, რომლის სიხშირეც 3.5Hz შეადგენს, ასევე AMD RDNA 2-ის ბაზაზე შექმნილი ვიდეო ბარათით და 825 GB სუპერ სწრაფი SSD მეხსიერებით.

კომპანია Sony-მ ახალ კონსოლთან ერთად ასევე მისი აქსესუარები: Full HD გამოსახულების ვიდეო კამერა, უსადენო ყურსასმენები და ხმოვანი ბრძანებების შემსრულებელი პულტი წარმოგვიდგინა.

შეგახსენებთ, რომ ამჯერად კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამიერიდან PS5 ორ ვარიანტად გამოვა, პირველი სტანდარტული ვერსია იქნება, მეორე კი PS5 Digital Edition, რომელსაც არ ექნება დისკის წამკითხველი. უკანასკნელი კი სტანდარტულ მოდელზე იაფი იქნება. რაც შეეხება კონსოლის გამოსვლის თარიღსა და ფასებს, ამ დროისათვის აღნიშნულ ინფორმაციაზე არცერთი დეტალი არაა ცნობილი, თუმცა სავარაუდოა, რომ იგი ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოს გახდეს.


გააზიარე

დაბრუნება Posts