Play Station 5-ის პრეზენტაცია ოფიციალურად გაუქმდა!

დაბრუნება Posts

Play Station 5-ის პრეზენტაცია ოფიციალურად გაუქმდა!


კომპანია Sony-მ Play Station 5-ის ღონისძიება, რომელიც 4 ივნისს იყო დაგეგმილი აშშ-ში მომხდარი პროტესტის გამო იგი ოფიციალურად გააუქმა. Sony-ის განცხადებით: “ჩვენ ახლა არ ვგრძნობთ, რომ დღესასწაულის დროა”.

კონფერენციის გაუქმების მთავარ მიზეზად კომპანია 25 მაისს მომხდარ ტრაგედიას ასახელებს, სადაც პოლიციის მიერ გადამეტებულმა ძალის გამოყენებამ 46 წლის აფრო-ამერიკელი მამაკაცი შეიწირა. თავდაპირველად დაკავებისას პოლიციელი მას ყელზე მუხლს აჭერდა, სადაც მამაკაცს სუნთქვა ეკვროდა და ხრიალებდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ის გარდაიცვალა.

25 მაისს მომხდარი ტრაგედიის გამო, აშშ-ს საკმაოდ დიდი საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს როგორც პოლიციის ავტომანქანები, ასევე პოლიციის შენობებიც.


გააზიარე

დაბრუნება Posts