iPhone 12-ის ყუთში შესაძლოა დამტენი და ყურსასმენები ვეღარ ვიხილოთ!

დაბრუნება Posts

iPhone 12-ის ყუთში შესაძლოა დამტენი და ყურსასმენები ვეღარ ვიხილოთ!


ერთ-ერთი ცნობილი ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo ახალი ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც ის ამბობს რომ ახალ iPhone 12 სერიის ყუთში ამიერიდან არც ყურსასმენები და არც დამტენი იქნება მოთავსებული.

iPhone 12 May Come With No Charger And Headset In The Package ...

მისივე თქმით, წინამორბედთან განსხვავებით ამიერიდან ახალი სმარტფონები მიიღებენ 20W სწრაფ დამუხტვის სისტემას, თუმცა აღნიშნული ფუნქციის გამოსაყენებლად თქვენ ახალი დამტენის ყიდვა მოგიწევთ. თუ გადავხედავთ დღევანდელ სიტუაციას შედარებისთვის ვნახავთ, რომ Apple-ის 18W სწრაფი დამტენი $30 ღირს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა გარემოსადმი ზრუნვა ანდაც 5G ტექნოლოგიის გამოყენების მიზეზია რაც სმარტფონებში ფასის ზრდას იწვევს. აღსანიშნავია, ისიც რომ სმარტფონებს ყუთში ამიერიდან USB- C და Lightning პორტის გადამყვანი სადენი იქნება მოთავსებული.


გააზიარე

დაბრუნება Posts