Huawei Mate 40 სერიას მალე შესაძლოა 108 მპ კამერა ჰქონდეს

დაბრუნება Posts

Huawei Mate 40 სერიას მალე შესაძლოა 108 მპ კამერა ჰქონდეს


სავარაუდოა, რომ თუ ყველაფერი წესისამებრ მოხდა ახალ Mate 40 სერიას მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ვიხილოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ სმარტფონზე ახალი ინფორმაციების გაჟონვა ჯერ ნაადრევია. თუმცა, რამდენიმე საათის წინ ინტერნეტ სივრცეში Mate 40 სერიის ახალი დეტალი კერძოდ კი მისი კამერის მახასიათებლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

Huawei's Mate 30 Pro offers quad-camera array, 4K60 video ...

Huawei-ში მომუშავე თანამშრომლებისგან გამოტანილი ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კამერების ტექნიკური მახასიათებლები კერძოდ კი სმარტფონი ამიერიდან აღიჭურვება ახალი 108 მპ სენსორითა და 9P ობიექტივით. გავრცელებული ინფორმაციით სიახლე სმარტფონის სხვა კამერებზეც იქნება, თუმცა ამ დროისათვის მათზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.


გააზიარე

დაბრუნება Posts