Galaxy Note20 Ultra-ს მალე შესაძლოა Snapdragon 865+ ჩიფსეტი და უფრო მცირე ეკრანის კანტები ჰქონდეს ვიდრე ეს Note10+ -ზე იყო

დაბრუნება Posts

Galaxy Note20 Ultra-ს მალე შესაძლოა Snapdragon 865+ ჩიფსეტი და უფრო მცირე ეკრანის კანტები ჰქონდეს ვიდრე ეს Note10+ -ზე იყო


მოდით დავიწყოთ იმით, რომ Samsung Galaxy Note20 სავარაუდოდ ორი ვერსიად გამოვა, სტანდარტულ და პლუს ვერსიად, თუმცა ამიერიდან უკანასკნელს უკვე ახალი Ultra ვერსია შეცვლის. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმციით კი უკვე აღნიშნული სმარტფონები აღჭურვილი იქნება Snapdragon 865+ -ის ჩიფსეტით, რომელის პრეზენტაციაც ამ დრომდე არ გვიხილავს. აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ აღნიშნული სერიის ჩიფსეტების პლუს ვერსია კომპანიის Note ხაზში პირველად იქნება გამოყენებული.

წინა ვერსიისგან განსხვავებით ამიერიდან ახალ მოდელში შევხვდებით ასევე ეკრანის 120Hz განახლების სიხშირეს, რომლის გააქტიურებაც Galaxy S20-ისგან განსხვავებით ნებისმიერ რეზოლუციაში იქნება შესაძლებელი. Galaxy Note20 Ultra წინამორბედისაგან იქნება 0,3მმ-ით თხელი, ეკრანის კანტები შემცირდება ასევე 0,29მმ-ით, ხოლო წინა კამერის ჭრილი კი 0,1მმ-ით იქნება შემცირდება.

რაც შეეხება სმარტფონის გამოსვლის თარიღს. მისი სავარაუდო პრეზენტაცია დაგეგმილია 5 აგვისტოს, სადაც ახალი სმარტფონთან ერთად ვიხილავთ: Galaxy Fold 2-ს, Galaxy Z Flip 5G-ს, Galaxy Watch 3-ს, Galaxy Tab S7-სა და Galaxy Buds Live-ს.


გააზიარე

დაბრუნება Posts