Galaxy Fold 2-ის დიზაინი უკვე ცნობილია!

დაბრუნება Posts

Galaxy Fold 2-ის დიზაინი უკვე ცნობილია!


ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ინსაიდერმა Ice Universe-მა რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი ექსკლუზივი გაავრცელა, სადაც რენდერზე ახალი Galaxy Fold 2-ის წინა მხარე ჩანს.

როგორც ხედავთ წინა მოდელისაგან განსხვავებით შემცირებულია სმარტფონის კანტები. სიახლეებია ასევე წინა კამერაზეც. ამიერიდან ორი კამერის ნაცვლად ახალ Galaxy Fold-ზე შევხვდებით ერთ სელფის კამერას, რომელიც ეკრანის დრეკადობისა და სმარტფონის დაკეცვის გამო მარცხენა მხარეს გადაინაცვლა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, ჯერჯერობით რთულია თუ რა დიზაინი იქნება სმარტფონი წინა მხრიდან, თუმცა აშკარაა, რომ აღნიშნულ სმარტფონზე ახალ დეტალებს მომდევნო კვირაში, ოფიციალურ გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე გავიგებთ.


გააზიარე

დაბრუნება Posts