Facebook-ის მობილურ აპლიკაციას საბოლოოდ Dark Mode რეჟიმი დაემატა!

დაბრუნება Posts

Facebook-ის მობილურ აპლიკაციას საბოლოოდ Dark Mode რეჟიმი დაემატა!


დიდი პაუზის შემდგომ კომპანია Facebook-მა მისივე აპლიკაციაში ნანატრი Dark Mode რეჟიმი აამოქმედა. აღსანიშნავია, ისიც, რომ Facebook-თან დაკავშირებულ აპლიკაციებზე Instagram-ზე Messenger-სა და Whatsapp-ზე იგი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახდა ხელმისაწვდომი.

ხაზგასასმელია, ისიც, რომ თავდაპირველად აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ Facebook აპლიკაციის Lite ვერსიაში იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით ზემოთ აღნიშნული სიახლე უკვე სტანდარტულ აპლიკაციასაც შეეხო.

აღნიშნულ სიახლისგან განსხვავებით აპლიკაციას ასევე დაემატა Covid-19-ის სტატისტიკური მონაცემთა ბაზის კონტროლი, რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით თუ რამდენი ინფიცირებულია ამა თუ იმ რეგიონში. შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ Dark Mode რეჟიმი ხელმისაწვდომი იქნება Android 10/iOS 12-ის მომხმარებლებისათვის. რაც შეეხება მის გამოსვლის თარიღს, იგი უახლოესი კვირიდან ჩაეშვება და მას მომხმარებლები ეტაპობრივად მიიღებენ.


გააზიარე

დაბრუნება Posts