Boston Dynamics-ის რობოტის შეძენა უკვე $74,500 შესაძლებელი

დაბრუნება Posts

Boston Dynamics-ის რობოტის შეძენა უკვე $74,500 შესაძლებელი


რობოტების მწარმოებელმა კომპანია Boston Dynamics-მა თავისი ოთხფეხა რობოტი Spot-ი გაყიდვაში ჩაუშვა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რობოტის შეძენა ამ დრომდე მხოლოდ სამხედრო და სამაშველო საქმიანობისათვის იყო შესაძლებელი, რომლის ყიდვაც მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებს შეეძლოთ.

თუმცა რამდენიმე დღის წინ, უკვე აღნიშუნლი რობოტის შეძენა შესაძლებელი იქნება სამეწარმეო კუთხით, ვინაიდან რობოტის შეძენა ახლა უკვე მცირე, საშუალო და ასევე დიდი კომპანიებისთვისაც გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება Spot-ის შესაძლებლობებს მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ამანათების გადატანისათვის ან რაიმე მცირე ტვირთის გადასაადგილებლად ან თუნდაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სამაშველო ანდაც საერთოდ სამხედრო სფეროში. მისი ფასი ამ დროისათვის შეადგენს $74,500, მიწოდება კი ხდება 5-7 კვირაში.


გააზიარე

დაბრუნება Posts