ჩინურმა კომპანია Visionox-მა უკვე დაასრულა იმ ეკრანების შექმნა, რომლის ქვეშაც კამერის განთავსებაა შესაძლებელი

დაბრუნება Posts

ჩინურმა კომპანია Visionox-მა უკვე დაასრულა იმ ეკრანების შექმნა, რომლის ქვეშაც კამერის განთავსებაა შესაძლებელი


Visionox არის ერთ-ერთი უდიდესი OLED ტიპის ეკრანების მწარმოებელი კომპანია ჩინეთში, უკანასკნელი კი უზრუნველყოფს ეკრანით Xiaomi-ის ახალ ფლაგმანებს, მაგალითად როგორიცაა: Mi 10 და Mi Note 10. დღეს, ჩინურ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია უკვე მზად არის ისეთი ეკრანების მასიური წარმოებისათვის, სადაც შესაძლებელი იქნება წინა კამერის დამალვა და ეკრანის ქვეშ განთავსება.

Visionox ready for mass production of screens with under-display camera solution

შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგია სულაც არ არის ახალი, იგი რამდენიმე თვის წინ კომპანია Oppo– მ უკვე წარმოგვიდგინა MWC Shanghai–ის 2019 წლის ღონისძიებაზე. თუმცა კომპანიამ გამოავლინა საკვანძო პრობლემები, მაგალითად როგორიცაა: სიკაშკაშის ნაკლებობა და ფერთა გამის დარღვევა. რის გამოც კომპანიას მოუწია აღნიშნული ტექნოლოგიის კვლავ ლაბორატიულ დონეზე დაბრუნება.

Visionox ready for mass production of screens with under-display camera solution

რაც შეეხება Visionox, კომპანია ირწმუნება, რომ მას აქვს ალგორითმი, რომელიც აფიქსირებს კარგ სიკაშკაშეს, ფერთა გამისა და კუთხეების ხედვის საკითხებსაც. მაგრამ ექსპერტების განმარტებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს სურათების ხარისხის შემცირება, თუ მაგალითად თქვენ წინა კამერით ვიდეოს Full HD რეზოლუციაში იღებთ, აღნიშნულ ტექნოლოგიის გამო ეს ხარისხი შესაძლოა HD-ზე ან თუნდაც SD ხარისხამდე შემცირდეს.

Visionox ready for mass production of screens with under-display camera solution

ბოლო ნაბიჯი, სანამ ბაზარზე ასეთ ეკრანს ვიხილავთ, არის სმარტფონის მწარმოებლების მიღება. სავარაუდოდ, ჩვენ დემო ერთეულების ნახვას მიმდინარე წლის ბოლოს ვიხილავთ, ხოლო სრულყოფილი პროდუქტის გამოშვებას Q1 2021 წელს დაიწყება.


გააზიარე

დაბრუნება Posts