რა სიახლეებია iOS 14-ში და რომელი სმარტფონები მიიღებენ ახალ ოპერაციულ სისტემას?!

დაბრუნება Posts

რა სიახლეებია iOS 14-ში და რომელი სმარტფონები მიიღებენ ახალ ოპერაციულ სისტემას?!


დღეს Apple-ის მიერ გამართულ კონფერენციაზე კომპანიამ ახალი ოპერაციული სისტემის iOS 14-ის სიახლეები გაგვაცნო, რომელთა უმრავლესობა უკვე Android მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით ნაცნობი იქნება.

მათგან კი აღსანიშნავია, აპლიკაციების ვიჯიტების ფუნქცია, რომელიც მრავალფეროვნებით, დახვეწილობითა და ფუნქციონალიზმით გამოირჩევა. ახალ ოპერაციულ სისტემაში ასევე შევხვდებით App library ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერი საწყისი მენიუს დამახსოვრება და მათ შორის საჭრო აპლიკაციების ერთ საქაღალდეში მოთავსება.

WWDC 2020: With iOS 14, Apple redesigns the iPhone home screen - CNET

iOS 14-ში ასევე შევხვდებით, “Picture-in-Picture” ფუნქციასაც, აღნიშნულ ფუნქციის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ვიდეო და ამავე დროს შეხვიდეთ ნებისმიერ აპლიკაციაში ან თუნდაც დარჩეთ საწყის ეკრანზე რის შემდეგაც თქვენს მიერ გაშვებული ვიდეო კვლავ გააგრძელებს ჩვენებას და იგი ჩაკეცილ მდგომარეობაში იმუშავებს.

iOS 14 gets official with home screen widgets, Picture-in-Picture ...

სიახლეებია ასევე Apple Maps აპლიკაციასა და Apple Messsages-ში. უკანასკნელში ამიერიდან თქვენ შეძლებთ შექმნათ რამდენიმე ჯგუფი ანდაც მონიშნოთ ნებისმიერ ჯგუფში @ადამიანები. რაც შეეხება Apple Maps, მასში გაუმჯობესდება ბრიტანეთის, ირლანდიისა და კანადის რუკები, სადაც დამატებული იქნება ამიერიდან საველოსიპედო გზებიც.

BMW Might Become the First Car Maker to Integrate Apple's "CarKey"

WWDC კონფერენციაზე Apple-მა შემოგვთავაზა ასევე CarKey ფუნქცია, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ ავტომობილის გასაღების გარეშე ჩაკეტვას გაღებასა და დაქოქვასაც. აღნიშნული სიახლე პირველად 2021 BMW 5 Series ავტომობილებზე იქნება ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ iOS 14-ის შემადგენელი ნაწილია და ის ამ ფუნქციას NFC ჩიპის დახმარებით იყენებს.

შეგახსენებთ, რომ iOS 14 ჯერჯერობით მხოლოდ ბეტა ტესტირების რეჟიმშია და მის სტაბილურ ვერსიას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიიღებთ. რაც შეეხება სმარტფონებს თუ რომელი მოწყობილობები მიიღებენ აღნიშნულ განახლებას სმარტფონთა რიგი ასე გადანაწილდა:

  • iPhone 6S, iPhone 6S Plus და iPhone SE
  • iPhone 7 და iPhone 7 Plus
  • iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X
  • iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR
  • iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max
  • iPhone SE (2020)

გააზიარე

დაბრუნება Posts