კომპანია OnePlus მალე ჭკვიან ტელევიზორს გამოუშვებს

დაბრუნება Posts

კომპანია OnePlus მალე ჭკვიან ტელევიზორს გამოუშვებს


სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია OnePlus-მა ჯერ კიდევ გასულ სექტემბერს მისი პირველი ტელევიზორების დებიუტი Q1 და Q1 Pro წარმოგვიდგინა. თუმცა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ დაანონსა კიდევ ერთი უფრო ხელმისაწვდომი ტელევიზორის დებიუტიც.

რაც შეეხება ეკრანის ზომებს, ამ დროისათვის ცნობილია, რომ ისინი აღჭურვილი იქნება 32, 43 და 55 ინჩიანი ეკრანებით. მათი გაფართოება კი 32 ინჩიანის იქნება HD რეზოლუციის, 43 ინჩიანის Full HD ხოლო 55 ინჩიანი ტელევიზორის კი QHD რეზოლუციის ეკრანს მიიღებს.

მართალია, ახალ ტელევიზორზე სხვა ახალი სპეციფიკაციები არ არის ცნობილი, თუმცა კომპანიის განმარტებით მათ ექნება ძალზე მცირე კიდეები, Dolby Vision-ს და Dolby Atmos-ის მხარდაჭერა და ულტრა თხელი (6.9მმ) ზომის კორპუსი. შედარებისათვის შეგახსნებთ, რომ კომპანიის უახლესი ფლაგმანური სმარტფონები – OnePlus 8 (8 მმ) და OnePlus 8 Pro (8.5 მმ) ზომისაა.


გააზიარე

დაბრუნება Posts