აშშ-ში საპროტესტო აქციებისას მოპარული iPhone-ები Apple-მა სრულიად დაბლოკა!

დაბრუნება Posts

აშშ-ში საპროტესტო აქციებისას მოპარული iPhone-ები Apple-მა სრულიად დაბლოკა!


მოგეხსენებათ, რომ აშშ-ში მომხდარმა საპროტესტო აქციებმა მრავალი კომპანია დააზიანა მათ შორის კი სამწუხაროდ Apple-იც მოხვდა, ინტერნეტში უკვე აქტიურად ვრცელდება ფოტო/ვიდეო მასალები, სადაც ბოროტმოქმედები სტენდიდან სხვადასხვა მოწყობილობებს iPhone-ებს iPad-ებსა და Apple Watch-ებს იპარავდნენ.

Apple tracking stolen iPhones looted from its retail stores in the ...

Apple-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი ისინი მომხმარებელს აფრთხილებენ არ შეიძინონ მეორადი სმარტფონები უცხო პირიდან. ვინაიდან, მათი თქმით უკვე გაშიფრულია იმ ტექნიკის უმეტესი ნაწილი, რომელიც მაღაზიიდან მოიპარეს ბოროტმოქმედმა, მათი დიდი ნაწილი კი კომპანიის განმარტებით უკვე დაბლოკილია.

IPhone Theft Leads to Stolen Apple Credentials Through Phishing ...

აღნიშნული საპროტესტო აქციების მთავარი მიზეზი კი 25 მაისს მომხდარ ტრაგედიაა, სადაც პოლიციის მიერ გადამეტებულმა ძალის გამოყენებამ 46 წლის აფრო-ამერიკელი მამაკაცი შეიწირა. თავდაპირველად დაკავებისას პოლიციელი მას ყელზე მუხლს აჭერდა, სადაც მამაკაცს სუნთქვა ეკვროდა და ხრიალებდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ის გარდაიცვალა.

25 მაისს მომხდარი ტრაგედიის გამო, აშშ-ს საკმაოდ დიდი საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს როგორც პოლიციის ავტომანქანები, ასევე პოლიციის შენობებიც.


გააზიარე

დაბრუნება Posts