Vivo X50 Pro: მსოფლიოში პირველი სმარტფონი გიმბალის ტიპის კამერის სტაბილიზაციით

დაბრუნება Posts

Vivo X50 Pro: მსოფლიოში პირველი სმარტფონი გიმბალის ტიპის კამერის სტაბილიზაციით


რამდენიმე საათის წინ, კომპანია Vivo-მ ოფიციალურად დაანონსა, რომ X50 Pro იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელიც გამოიყენებს ახალი ტექნოლოგიის 50MP ISOCELL GN1 კამერას.

აღნიშნული კამერა კი Samsung-ის მიერაა დამზადებული. უკანასკნელი გამოირჩევა სუპერ სტაბილური სტაბილიზაციით, რომელის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება საუკეთესო ხარისხის ვიდეოების გადაღება. მას ასევე შეუძლია ადამიანის თვალის მსგავსად რამდენიმე გრადუსზე შეტრიალება.

რაც შეეხება სმარტფონის გამოსვლის თარიღს, წინასწარი ინფორმაციებით მისი ოფიციალური გამოსვლის თარიღი 1 ივნისაა დაგეგმილი. თუმცა ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლისა თუ ფასის შესახებ.


გააზიარე

დაბრუნება Posts