TikTok-მა ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო!
ჩინურმა სოციალურმა ქსელმა Tiktok-მა საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურმა ქსელმა TikTok-მა, ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მას ცალკე ადგილიც გამოუყო იმ რიგ ქვეყნების ჩამონათვალში სადაც სოციალური ქსელია ხელმისაწვდომი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი აქტიურ რეჟიმში იმუშავებდნენ მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად. საბედნიეროდ კი შედეგი უკვე სახეზეა.